“გადაავსეს ოპოზიცია რჩევებით მათთან მიბმულმა ექსპერტებმა, მაგრამ ვერცერთმა მათმა რჩევამ ვერ იმუშავა და არ გამოადგათ” – ზაალ ანჯაფარიძე
“გადაავსეს ოპოზიცია რჩევებით მათთან მიბმულმა ექსპერტებმა, მაგრამ ვერცერთმა მათმა რჩევამ ვერ იმუშავა და არ გამოადგათ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მიზეზი მარტო ის კი არ არის, რომ რჩევებია არარეალური, არამედ პრობლემა თავად რჩევების ავტორებსა და რჩევების ადრესატებშია. ორივე მხარეს კრიზისია”, – წერს ანჯაფარიძე.