სასამართლომ, გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტზე, დავით კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტზე, დავით კირთაძე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.
ადვოკატ ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისათვის უნდა ეგო პასუხი დავით კირთაძეს.
ცნობისთვის, 16 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.
შსს-მ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.