მარია ზახაროვა: დასავლეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით თავდასხმას მოსკოვის მხრიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვება

მოსკოვის პასუხი რუსეთის ტერიტორიაზე დასავლეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით თავდასხმებზე იქნება ადეკვატური და ხელშესახები, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, კიევის მიერ ასეთი იარაღის გამოყენება რადიკალურად შეცვლის კონფლიქტის არსს.

„კიევის მიერ შორი მანძილის რაკეტების გამოყენება ჩვენს ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის ნიშნავს აშშ-ისა და მისი სატელიტების პირდაპირ მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში, ასევე კონფლიქტის არსისა და ბუნების რადიკალურ ცვლილებას. რუსეთის პასუხი ასეთ შემთხვევაში იქნება ადეკვატური და საგრძნობი“, – აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ მან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები