ტრამპი აცხადებს, რომ მასობრივი დეპორტაციისთვის სამხედროებს გამოიყენებს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, მასობრივი დეპორტაციისთვის სამხედროებს გამოიყენებს.
ამასთან, ტრამპი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მზად არის ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.
მანამდე კი, კონსერვატორმა აქტივისტმა ტომ ფიტონმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე აღნიშნა, რომ ტრამპი მზადაა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და სამხედრო საშუალებები გამოიყენოს მასობრივი დეპორტაციისთვის, რის საპასუხოდაც ტრამპმა დაწერა, რომ „ეს მართალია“.
„დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მილიონობით ემიგრანტის დეპორტაციას აპირებს. მისმა გუნდმა უკვე დაიწყო სტრატეგიის შემუშავება, თუ როგორ უნდა განახორციელოს თავისი გეგმა“, – წერს ამერიკული მედია.