პესკოვი: თუ კიევს რუსეთის სიღრმეში ATACMS-ის რაკეტების გამოყენების ნებართვა ექნება, ეს დაძაბულობის ახალ რაუნდს გამოიწვევს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სიღრმეში ATACMS-ის რაკეტების გამოყენებით დარტყმების განხორციელებაზე გადაწყვეტილება, დაძაბულობის თვისობრივად ახალ რაუნდს ნიშნავს.

„თუ ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად ჩამოყალიბდა და მიეწოდა კიევის რეჟიმს, ეს, რა თქმა უნდა, დაძაბულობის ახალ რაუნდს და ამ კონფლიქტში შეერთებული შტატების ჩართვის თვალსაზრისით თვისობრივად ახალ ვითარებას ნიშნავს“, – ამბობს პესკოვი.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიას თავად არ შეუძლია თანამედროვე დასავლური შორი დისტანციური იარაღით დარტყმების განხორციელება და ეს, მხოლოდ NATO-ს ქვეყნების სამხედრო პერსონალისა და ალიანსის თანამგზავრების სადაზვერვო მონაცემების გამოყენებით არის შესაძლებელი.

„თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს სხვა არაფერი იქნება, თუ არა NATO-ს წევრი ქვეყნების – შეერთებული შტატებისა და ევროპის სახელმწიფოების მონაწილეობა უკრაინის ომში. ეს მათი პირდაპირი ჩართულობა იქნება და ეს, რა თქმა უნდა, საგრძნობლად შეცვლის კონფლიქტის არსს და ბუნებას“, – აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები