ფილიპინებში სტიქიას ებრძვიან. ტაიფუნის შედეგად, ყველაზე მეტად კუნძული ლუზონი დაზარალდა. სინოპტიკოსები მოსახლეობას სიცოცხლისთვის საშიში ქარიშხლის, ძლიერი წვიმისა და ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებენ.
ძლიერმა ტაიფუნმა ქვეყნის ინფრასტრუქტურა დააზიანა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
“მან-ი”, რომელიც ადგილობრივად ცნობილია როგორც “პეპიტო”, შაბათს პირველად შეეხო ქვეყნის აღმოსავლეთ კუნძულ კანტანდუანსს.
მილიონზე მეტი ადამიანი გააფრთხილეს ევაკუაციის შესახებ.
Man-Yi არის მეექვსე ტაიფუნი, რომელიც ფილიპინებს ერთ თვეში დაატყდა თავს. წინა ხუთი ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, 160 ადამიანი დაიღუპა.
როგორც “ბიბისი” წერს, მიუხედავად იმისა, რომ ტაიფუნები ფილიპინებში იშვიათი არაა, სინოპტიკოსების თქმით, წყნარ ოკეანეში ნოემბრის თვის განმავლობაში ამდენი ტროპიკული ქარიშხლის ხილვა უჩვეულოა.