ბერლინში რუსული ოპოზიცია უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მსვლელობას მართავს

ბერლინში რუსული ოპოზიცია უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მსვლელობას მართავს. აქციის მონაწილეები პოტსდამერ პლაცის მახლობლად ჰენრიეტ-ჰერცის პარკში შეიკრიბნენ. ისინი გაივლიან Niederkirchnerstrasse-ის გასწვრივ ჩარლის საგუშაგომდე, შემდეგ ფრიდრიხშტრასეს გასწვრივ რუსეთის საელჩოს შენობამდე Unter den Linden-ზე.
.
მსვლელობას მისი ორგანიზატორები იულია ნავალნაია, ვლადიმერ კარა-მურზა და ილია იაშინი შეუერთდნენ. ისინი მსვლელობის სათავეში არიან. აქციის დასაწყისში პოლიციამ მონაწილეთა რაოდენობა 1800 ადამიანად შეაფასა, წერს DW.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები