პრემიერ-მინისტრმა ფოთში ახლად გახსნილი, ნიჩბოსნობის ბაზა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  – ირაკლი კობახიძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ფოთში ახლად გახსნილი, ნიჩბოსნობის ბაზა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური ბაზის ინფრასტრუქტურას გაეცნო, სპორტსმენებს შეხვდა და საჩვენებელ შეჯიბრებას დაესწრო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სპორტის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

„ნიჩბოსნობის ბაზას არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის უფრო მეტად განვითარებას. ბოლო წლებში ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი წარმატებები ამ სფეროში და გვჭირდება კიდევ უფრო მეტი წარმატება. ეს ინფრასტრუქტურული ობიექტი ჩვენს წარმატებებს სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში გაჩნდა ეს იდეა და დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. მინდა, თეა წულუკიანს გადავუხადო მადლობა, ისევე, როგორც ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში“,- განაცხადა პრემიერმა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ნიჩბოსნობის და კანოეს ბაზა სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო, სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს მოიცავს. პროექტის ბიუჯეტი 6 628 698 ლარია.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები