ბორჯომში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა
ბორჯომში, მესხეთის N29-ში, რუსთაველის N7-ში, ვაშლოვანის N 52-ში და აღმაშენებლის N 22-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა. ხოლო დაბა ბაკურიანში გოდერძი ჩოხელის N86-ში სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, მოხდა ძველი სახურავის დემონტაჟი, დაზიანებული ხის კონსტრუქციები ახლით შეიცვალა და მოეწყო ახალი სახურავი. ვაშლოვანის N 52-ში სახურავის რეაბილიტაციასთან ერთად კორპუსს გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა, ხოლო რუსთაველის N7-ში ფასადის რეაბილიტაციაც განხორციელდა.
ინფრასტრუქტურული პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.