ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან ვითარება მკვეთრად დაიძაბა – ისმოდა სროლის ხმები

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ვითარება მკვეთრად დაიძაბა, ისმოდა რამდენიმე გასროლის ხმა,- ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

როგორც მედია წერს, სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას დაცვის უფროსი, მომიტინგეებთან გამოვიდა და იქ შეკრებილებს დაჰპირდა, რომ მათ მოთხოვნებს ბჟანიას გადასცემს.

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ისინი ე.წ. პარლამენტში შეღწევას ცდილობენ. მომიტინგეებმა შენობასთან ღობე თითქმის ბოლომდე დაანგრიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები