სოფელ ბიწმენდში ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
,,სოფელ ბიწმენდში ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
,,ბიწმენდის სკვერის დასრულებული სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილმა, საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერეს.
სოფელში, პროექტის ფარგლებში მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე ატრაქციონებით, მოსასვენებელი სკამებით, განათების სისტემით და დაირგო ხე-მცენარეები.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ – შპს „სერვისი 2015″-მა განახორციელა”,- წერია ინფორმაციაში.