“იმ პოლიტიკის მხარდამჭერთა რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ევროპარლამენტარ დეპუტატებს შორის მომრავლდა” – გიორგი კახიანი

“აშკარად გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების და იმ პოლიტიკის, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მხარდამჭერთა რაოდენობა ევროპარლამენტარ დეპუტატებს შორის მომრავლდა და ბევრი ჩვენი სასარგებლო განცხადება მოვისმინეთ”, – ამის შესახებ “დღის კურიერის” ეთერში ჩართვისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, “ევროპარლამენტში, ჯერჯერობით, საღი აზრი მაინც იმარჯვებს”.

“გუშინ დებატები იყო ევროპარლამენტში, ერთადერთი სიახლე ჩემთვის რაც იყო ამ გამოსვლებში, იყო, რომ აშკარად გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების და იმ პოლიტიკის, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მხარდამჭერთა რაოდენობა ევროპარლამენტარ დეპუტატებს შორის – მომრავლდა და ბევრი ჩვენი სასარგებლო განცხადება მოვისმინეთ. წინა ევროპარლამენტში ამის დეფიციტი იყო, მაგრამ ახლა ბევრმა დაინახა, რომ ასეც არ არის, როდესაც ასე უსაფუძვლოდ და სრულიად არგუმენტების გარეშე რაღაცას გვაბრალებენ.

ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ სცენარის, რაც ჩვენ ცოტა ხნის წინ საქართველოში ვნახეთ. უყურეთ რა ხდება – გარკვეულ ძალას უნდოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოსულიყო ხელისუფლებაში, ეს ვერ მოხდა, ახლა ცდილობენ, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება, პირდაპირ ვიტყვი, მეტი არაფერი, ამის მცდელობები არის, თუნდაც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები რომ იყვნენ ჩამოსული, ზოგიერთმა მათგანმა პირდაპირ გააკეთა მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებისკენ. ის მოწოდებები პირდაპირ თუ ირიბად, სხვა მეტი არაფერს ნიშნავდა, რომ რაღაცა მუხტი გაიზარდოს მოსახლეობაში და ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყოს და ამას საბოლოოდ უნდა მოჰყვეს ხელისუფლების შეცვლა, ეს იყო მისი აზრი. ახლა ნახეს, რომ ამის არანაირი რესურსი არ არსებობს და ვინ უჭერს მხარს იმ რადიკალურ ოპოზიციას, ან ვის სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს ხომ სრული აბსურდია, არანაირი რესურსი არ გააჩნია”, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები