პროკურორი არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე ბადრი ჯაფარიძის გამოკითხვაზე: მოწმემ სამწუხაროდ, კონკრეტული სახელები და გვარები ვერ დაგვისახელა
პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გამოკითხვაზე კონკრეტული გვარები ვერ დაასახელა.
„გვქონდა შემდეგი სახის შეკითხვები – რა იცოდა მან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თუ შეეძლო კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება. მოწმემ სამწუხაროდ, კონკრეტული სახელები და გვარები ვერ დაგვისახელა. რა თქმა უნდა, კონკრეტული ინციდენტი ჩვენს მიერ გადამოწმდება. დავაიდენტიფიცირებთ, შევადარებთ სიუჟეტებში გასულ ინფორმაციას. დავგეგმავთ შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს“, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში გუშინ გამოიკითხა.