ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: 26 ოქტომბრიდან ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ ევროპელი ლიდერი არ ჩარეულიყო საქართველოს საქმეებში – ეს უნდა შეწყდეს, თუ ევროკავშირს არ უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც სსრკ

26 ოქტომბერს ქართველებმა მკაფიო უმრავლესობა მისცეს „ქართულ ოცნებას“, პატივი ვცეთ მათ არჩევანს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებიდან ათი დღის შემდეგ თბილისში გერმანიის ელჩი მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობდა, ხოლო შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართველები ქუჩაში უნდა გავიდნენ, მათ ინსტრუქციები მისცა და მაიდანის მოვლენები შეახსენა. 26 ოქტომბრიდან ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ ევროპელი ლიდერი არ ჩარეულიყო საქართველოს საქმეებში. ეს უნდა შეწყდეს, თუ ევროკავშირს არ უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც სსრკ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები