აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შესახვედრად მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის მოქმედსა და ახლად არჩეულ პრეზიდენტებს შორის კომუნიკაცია ტელეფონის საშუალებით შედგა, სადაც ბაიდენმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია.