პროკურატურამ ხატია დეკანოიძე, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარა

პროკურატურამ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარა.

დეკანოიძის თქმით, საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდება.

“მე არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას. არასდროს მივსულვარ. ჩემი პასუხები საზოგადოებას ექნება მოსამართლესთან და ალბათ დამატებით თარიღს შემატყობინებენ. ზოგადად, სასაცილოა, როდესაც გაყალბების დამადასტურებელი ამდენი მასალა არსებობს და ოპოზიციონერ ლიდერებს იბარებენ პროკურატურაში. ამიტომ ეს ჩემთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები