საქალაქო სასამართლოში “ნაცმოძრაობის” წევრებსა და მოსამართლეს შორის შელაპარაკება მოხდა
ცოტა ხნის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და მოსამართლეს შორის საქალაქო სასამართლოში შელაპარაკება მოხდა.
სხდომაზე არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის გაერთიანებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს.
“საია”, “ძლიერი საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმებისა და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ.