“ჩვენს მხარდამჭერებს ხმის მიცემის უფლება ან შეუზღუდეს და მოჰპარეს, ან სცადეს და მოამზადეს ასეთი დანაშაული” – არჩილ გორდულაძე გამოკითხვაზე იმყოფება
ამ წუთებში, მმართველი გუნდის წევრის, არჩილ გორდულაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
საუბარია სქემაზე, რომლის მიხედვითაც უბანზე მისული, საპარლამენტო უმრავლესობის ამომრჩეველი სიაში აღარ ირიცხებოდა და გარკვეულ ოპოზიციურ პარტიას საკუთარ წარმომადგენლად სხვა საარჩევნო უბანზე ჰყავდა დანიშნული.
“საგამოძიებო უწყებას მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას, მტკიცებულებებს, რომლებიც გულისხმობს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, რაც შეეხება სსკ-ის 162- მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს.
ჩვენს მხარდამჭერებს ხმის მიცემის უფლება ან შეუზღუდეს და მოჰპარეს, ან სცადეს და მოამზადეს ასეთი დანაშაული”, – განმარტავს არჩილ გორდულაძე.
“ქართულმა ოცნებამ” გამოძიებას 102 იდენტიფიცირებული ფაქტი და მტკიცებულება წარუდგინა, რომლებიც სავარაუდო დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.