ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული აქტივისტების წინააღმდეგ სამართალწარმოება შეწყდა

სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის დაკავებული აქტივისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმე შეწყვიტა.

შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ე.წ. ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ.

“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გამოეხმაურა აფხაზეთის აქტიური მოქალაქეების დაკავების აღმაშფოთებელ ინციდენტს, რომლებმაც ღიად გამოხატეს თავიანთი აზრი.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ასეთი წარუმატებლობა ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია, არ უნახავს. პატრიოტები დააკავეს ტერორისტებად თითქმის ერთი დღე და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ისინი უმიზეზოდ დააკავეს”,- განაცხადა

ადგურ არძინბამ გამოხატა მწუხარება იმის გამო, რომ აქციის მონაწილეები აიძულეს, გზები გადაეკეტათ და მოქალაქეებისთვის დისკომფორტი შეექმნათ.

ადგურ არძინბამ დღეს, 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, სოხუმისა და სოხუმის რაიონის ე.წ. დეპუტატებთან საჯარო შეხვედრა დააანონსა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი 11 ნოემბერს, საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ დააკავეს. საპროტესტო ტალღა სოხუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ კანონი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები