ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციამ კოდორის ხიდი კვლავ ჩაკეტა – დე ფაქტო მთავრობამ პირობა არ შეასრულა

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ შეასრულეს დანაპირები, ამიტომ სოფელ აძიუბჟას მცხოვრებლები ხიდს კვლავ ბლოკავენ, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა. 

“ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარანტიები მოგვცეს, რომ დაკავებულ პოლიტიკურ აქტივისტებს საათ-ნახევარში გაათავისუფლებდნენ, ამიტომ კოდორის ხიდი დროებით განიბლოკა, მათ არ შეასრულეს დანაპირები, ამიტომ სოფელ აძიუბჟას მცხოვრებლები ხიდს კვლავ ბლოკავენ”,- განაცხადა არძინბამ.

მანამდე, ხიდის განბლოკვის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, რაულ ლოლუამაც დაადასტურა.

ამ დროისთვის “ოპოზიციამ” სოხუმიდან გამომავალი სამივე ხიდი დაბლოკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები