ოკუპირებულ აფხაზეთში, კოდორის ხიდზე მოძრაობა აღდგენილია – დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დააანონსა
ოკუპირებულ აფხაზეთში, კოდორის ხიდზე გადაადგილება უკვე შესაძლებელია, – ინფორმაციას ტელეგრამ არხი RESPUBLICA ავრცელებს.
„ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს გარანტია მისცეს, რომ დაკავებულები უახლოეს მომავალში გათავისუფლდებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
RESPUBLICA-ს ცნობით, ამასთან დაკავშირებით დაბლოკილი სამი ხიდიდან ერთის განბლოკვა გადაწყდა.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. მომიტინგეებმა სოხუმის ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდები გადაკეტეს.