სკანდალი: ეუთომ აღიარა, რომ მათმა დამკვირვებლებმა მანქანებში შეიარაღებული ტერორისტები ჩასვეს

  ეუთომ ოფიციალურად აღიარა, რომ დონეცკის ოლქში მისიის თანამშრომლებმა საკუთარ მანქანაში პრორუსული ტერორისტები ჩასვეს. გარდა ამისა, მათ დაადასტურეს, რომ აღნიშნული ფაქტი ორგანიზაციის შინაგანაწესის დარღვევაა.
შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია მანამდე პრესაში გავრცელდა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ორი „ბოევიკი“ ეუთოს მანქანაში დაუბრკოლებლად ჩაჯდა, რაც რუსულმა „პირველმა არხმა გადაიღო“.
„მისია სწუხს იმ ინცინდენტის გამო, რომ უნიფორმაში ჩაცმული 2 ადამიანი ჩვენს მანქანაში ჩაჯდა. ჩვენ ყველანაირ ზომებს მივმართეთ იმისთვის, რომ მსგავსი ინცინდენტი არ განმეორდეს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები