“ქართული ოცნება” მყარად დგომითა და სუვერენიტეტის დაცვით, წინ მიიწევს იმ დასავლური ღირებულებებისაკენ, რომლებიც დაავიწყდათ მიხაილ როთს და მის მეგობრებს“ – გორდულაძე
“ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვა და ყველაზე არამეგობრული ნაბიჯი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა, რითაც ოპოზიციის გუშინდელ აქციაზე 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლების მისვლას გამოეხმაურა.
„თითქოს ამ ქვეყანაში კონსტიტუცია გაუქმებულია, აღარც გაეროს წესდება არსებობს, აღარც ქვეყნების სუვერენიტეტი და ქვეყანათა შორის თანასწორობა და ვიღაცების დაკრულზე უნდა იცეკვოს თურმე ქვეყანამ. ეს რომ მიუღებელია ქართველი ხალხისთვის, ამიტომ მიიღო მილიონ ას ოცი ათას ადამიანზე მეტი მხარდაჭერა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მყარად დგომითა და სუვერენიტეტის დაცვით მიიწევს წინ იმ დასავლური ღირებულებებისაკენ, რომელიც დაავიწყდა მიხაილ როთს და მის მეგობრებს“, – აღნიშნა გორდულაძემ.