კალიფორნიაში ზვიგენი სერფერს თავს დაესხა

  კალიფორნიაში სერფერს დაახლოებით 3 მეტრიანი ზვიგენი დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გადარჩა, თუმცა მას ფეხი აქვს დაზიანებული. ინციდენტი ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზის მახლობლად მოხდა.
უცხოური პრესის ცნობით, კალიფორნიის ხელისუფლებამ ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 სანაპირო ზოლი დახურა.
ორგანიზაცია „შარკ რისიორჩ ქომითის“ ინფორმაციით, 1900 წლიდან კალიფორნიის სანაპიროსთან ზვიგენის თავდასხმის 154 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 60 წლის მანძილზე დადგენილია 13 სასიკვდილო შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები