დავით ზურაბიშვილი: „თაობა“ მეტი დისკრედიტაციის შემცველია, ვიდრე „ზონა“

  „თავისუფალი თაობა“ და „თავისუფალი ზონა“ ექსტრემისტული ორგანიზაციებია, თუმცა „თავისუფალი თაობა“ დღეს გაცილებით დიდი დისკრედიტაციის საფრთხის შემცველია ხელისუფლებისთვის ვიდრე სრულიად გაშიფრული და ცალსახად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული თავისუფალი ზონა,- აღნიშნული განცხადება, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა დღეს საინფორმაციო-ანალიტიკურ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან საუბარი, რომ „თავისუფალი ზონას“ არსებობა საფრთხის შემცველია, არაადეკვატურია .
„თავისუფალი ზონა“ „ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთ განშტოებას რომ წარმოადგენს ამას ეს ხალხი თავადაც არ მალავს. აშკარაა, რომ ეს ორგანიზაცია საზოგადოებაში არანაირ გავლენას და ავტორიტეტს წარმოადგენს. ის წინა ხელისუფლების მხარდამჭერთა რაღაც ნაწილის ინტერესებს გამოხატავს. კობა ხაბაზი თუ აქციას მოაწყობს, ამით ქართული საზოგადოება მათ ჭკუაზე არ გადავა. ამიტომ, „ზონის“ მხრიდან საფრთხეზე ლაპარაკი, რომ ისინი სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობენ, არასერიოზული და საშიშია. როცა ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც ლაპარაკობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალობის ადეკვატური შეფასება არ ხდება. რაც შეეხება „თავისუფალ თაობას“, ისეც ექსტრემისტული ტიპის დაჯგუფებაა. ეს ხალხი თავს ხელისუფლების დაცველად ასაღებს და აცხადებენ, რომ მათ უნდა გადაარჩინონ ქვეყანა „თავისუფალი ზონის“ შეთქმულებისგან. მსგავსი რიტორიკა ხელისუფლების წარმომადგენლებშიც შეინიშნება. მისი წაყრუება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,“- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, არსებობის უფლება ყველა ყველა ორგანიზაციას აქვს, მათ შორის „თავისუფალ ზონასაც“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები