ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

  ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პროგნოზების მიხედვით, 13 პარტიიდან აბსოლუტურ უმრავლესობას ვერც ერთი ვერ მიიღებს, – წერს უცხოური პრესა.
საპარლამენტო არჩევნები ლატვიაში დღეს დილით დაიწყო. საარჩევნო პროცესში მონაწილეობა, ოფიციალური მონაცემებით, 1,5 მილიონმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს.
ლატვიის პარლამენტში 100 ადგილზე პრეტენზიას 13 პოლიტიკური პარტია და გაერთიანება აცხადებს. არჩევნების პირველადი შედეგები, სავარაუდოდ, დღეს ღამით გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან უკვე ყოფილ პარლამენტში მხოლოდ 4 პარტია იყო წარმოდგენილი: მმართველი „ერთობა“, „მწვანეების“ და გლეხების კავშირი, ეროვნული გაერთიანება „ყველაფერი ლატვიისთვის!“ და სოციალ-დემოკრატიული პარტია “თანხმობა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები