ბიზნესის გამოწვევები მსოფლიოში
ბიზნესის დაწყება და განვითარება ნებისმიერ ქვეყნებში მოიცავს რიგ გამოწვევებსა და ხელისშემშლელ ფაქტორებს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით, არაერთი ქვეყანაა ცნობილი ბიზნესებისადმი მხარდაჭერით და მარტივი რეგულაციებით, მაინც არსებობს ხოლმე რამდენიმე პრობლემური საკითხი:
- ეკონომიკური გარემო
ეკონომიკური სტაბილურობა კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად უამრავი ქვეყნისთვის. ინვესტიციების მოზიდვა, ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობა და ინფლაციის დონე ბიზნესის განვითარებისთვის სერიოზული დაბრკოლებებია. ცვალებადი ეკონომიკური პირობების ფონზე კი, ბიზნესებისთვის გრძელვადიანი სტრატეგიების დასახვა რთულდება.
- ბიუროკრატია და რეგულაციები
ზოგიერთი ქვეყანა ცნობილია დაბალი ბიუროკრატიული ბარიერებით, თუმცა, რიგ შემთხვევებში ბიზნეს სექტორი მაინც განიცდის რეგულაციებისა და ბიუროკრატიული პროცესების გადაჭარბებულ ზეწოლას. ლიცენზიებისა და ნებართვების მიღება ზოგჯერ რთულ და ხანგრძლივ პროცედურებს მოითხოვს, რაც აფერხებს ბიზნესის დაწყებას ან გაფართოებას. ასევე, კანონებისა და რეგულაციების ხშირი ცვლილება ბიზნესისთვის დამატებით გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ისინი მუდმივად უნდა ადაპტირდნენ ახალ პირობებთან.
- ფინანსებზე წვდომის სირთულეები
ბიზნესის განვითარებისთვის საჭიროა ფინანსები. ფინანსებზე წვდომა ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება. მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის სესხის მოპოვება შესაძლოა რთული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით თუ კომპანიას არ აქვს სესხის გარანტია ან საკმარისი გამოცდილება. ეს ხელს უშლის ინოვაციური პროექტების დაფინანსებას და ახალი ბიზნესის წამოწყებას.
- კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობა
საინჟინრო და მაღალტექნოლოგიურ დარგებში, მეწარმეებს ხშირად უჭირთ კვალიფიციური თანამშრომლების მოძებნა. ასევე, შრომის ბაზარზე უნარების ბიზნესის მოთხოვნებთან შეუსაბამობა ხშირად იწვევს დასაქმებულების დაბალ პროდუქტიულობას, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება კომპანიის ზრდაზე.
- საგარეო ბაზრებზე გასვლის სირთულეები
ბიზნესების საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, ასევე, გამოწვევად რჩება ცალკეულ ქვეყნებში. მაგალითად, საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ბევრი კომპანია ჯერ კიდევ ვერ ახერხებს კონკურენციის გაწევას გლობალურ ბაზრებზე. ამის ერთ-ერთი მიზეზია პროდუქციის ხარისხის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან, ბაზრის კვლევის ნაკლებობა და ლოჯისტიკური სირთულეები.
- ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაციები
ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განსაკუთრებულად, მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ციფრული ტრანსფორმაცია გადამწყვეტია კონკურენტუნარიანობისთვის, თუმცა ტექნოლოგიურ სფეროში არსებული დაბალი ინვესტიციები და შესაბამისი უნარების ნაკლებობა, ხშირად აფერხებს ამ პროცესებს.
MBC-ის ფინანსური მხარდაჭერა ბიზნესებისთვის
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში იმ ფინანსურ ორგანიზაციათა შორის, რომლებიც აქტიურად გასცემენ სესხებს მცირე და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად.
ეს ორგანიზაცია გასცემს ორი სახის ბიზნეს სესხს:
- უზრუნველყოფილი ბიზნეს სესხი: 2,000-დან 100,000 ლარამდე
- უგირავნო ბიზნეს სესხი: 500-დან 20,000 ლარამდე
ემბისის ბიზნესის სესხი შეგიძლია გამოიყენო როგორც ბიზნესის დასაწყებად, ისე არსებული ბიზნესის განვითარებისთვის.