რა უნდა იცოდე MBC-ის სამომხმარებლო სესხების შესახებ
სამომხმარებლო სესხები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფინანსური პროდუქტია.
რა არის სამომხმარებლო სესხი? ეს არის სესხის ტიპი, რომელიც გეხმარება ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში, იქნება ეს სახლის რემონტი, მოგზაურობა, განათლება თუ სხვა ნებისმიერი პირადი მიზანი.
სამომხმარებლო სესხი შეიძლება იყოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, ან უზრუნველყოფის გარეშე – რაც სრულად დამოკიდებულია შენს ფინანსურ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე. როგორც წესი, ამ ტიპის სესხები არ მოითხოვს ხანგრძლივ ვალდებულებებს და არ გააჩნია მკაცრად განსაზღვრული დანიშნულება, რაც მომხმარებლებს სესხის თანხის უფრო მოქნილად გამოყენების საშუალებას აძლევს.
სამომხმარებლო სესხები გაიცემა როგორც ბანკების, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ და მათი აღება შეიძლება მოკლე ან საშუალო ვადით. უზრუნველყოფის გარეშე სესხების მისაღებად არ არის საჭირო დამატებითი ქონებით უზრუნველყოფა, რაც მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
MBC-ის სამომხმარებლო სესხები
MBC ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილ და ხელსაყრელ პირობებს სამომხმარებლო სესხების მისაღებად.
რა არის MBC-ის სამომხმარებლო სესხების უპირატესობა? MBC-ის სესხების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მომხმარებელზე მორგებული პირობებიa. სწორედ ამიტომ ემბისის სამომხმარებლო სესხით სარგებლობა საკმაოდ მოსახერხებელია.
ორგანიზაცია ითვალისწინებს მომხმარებლის კონკრეტულ საჭიროებებს და სთავაზობს ორი სახის კრედიტს:
- უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხი: 2,000-დან 100,000 ლარამდე.
- უზრუნველყოფის გარეშე სესხი: 500-დან 20,000 ლარამდე.
კომპანია განიხილავს ნებისმიერი სახის საკრედიტო ისტორიას და სხვადასხვა ტიპის შემოსავალს (მათ შორის თვითდასაქმებულების და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლებს).
- მომხმარებლებს შეუძლიათ პორტირება და სესხების გაერთიანება.
- გადახდის გრაფიკი მორგებულია შემოსავლებზე, რაც მას კიდევ უფრო მოქნილს ხდის.
- გჭირდება მინიმალური დოკუმენტაცია სესხის მისაღებად.
- გაქვს სესხის ძირი თანხისა და პროცენტის ერთდროულად დაფარვის შესაძლებლობა.
როგორ ავიღოთ სამომხმარებლო სესხი MBC-ში
- ემბისში სესხის მისაღებად საჭიროა ID ბარათი ან პასპორტი და ინფორმაცია შენი საქმიანობის შესახებ.
- თუ სესხი უზრუნველყოფილია, დაგჭირდება შესაბამისი გარანტია.
- MBC-ის სამომხმარებლო სესხი გაიცემა ლარში, მაქსიმალური ვადა კი 120 თვემდეა.
სწრაფი და მარტივი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად, MBC საუკეთესო არჩევანია. სესხის მისაღებად, შეგიძლიათ, შეავსოთ ონლაინ განაცხადი ან ეწვიოთ კომპანიის ერთ-ერთ ფილიალს.
გააკეთე სწორი არჩევანი და აირჩიე MBC-ის სამომხმარებლო სესხი!