სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს
სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გრძელდება.
როგორც საია-ს ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, ჯერ სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არ გადასულა.
შეგახსენებთ, ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა სააპელაციო სასამართლოში გუშინ დაიწყო.