ზურაბ ქადაგიძე: საქართველო – ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაცია “გაღმა გავიდა” მარილზე, გილოცავთ

პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, საქართველო- ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაცია დამარცხდა.

“გილოცავთ მსოფლიოში ლიბერალური ფაშიზმის დემონტაჟისა და გენდერული სიგიჟეების დასასრულის დასაწყისს” – წერს ქადაგიძე და აღნიშნავს, რომ საქართველოშიც აგენტოკრატიისა და უსამშობლოების დასასრული იწყება.

“საქართველო – ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაცია “გაღმა გავიდა” მარილზე და შესაბამისად, გილოცავთ მსოფლიოში ლიბერალური ფაშიზმის დემონტაჟისა და გენდერული სიგიჟეების დასასრულის დასაწყისს.

საქართველოში კი, გახსნილად გამოცხადდა უსამშობლოთა პოლიტიკის, “ზელენსკომანიისა” და “აგენტოკრატიის” ქელეხის დასაწყისი!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები