მაიკ ჯონსონი – “ამერიკელებმა ქვეყანა გადაარჩინეს”
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკელებმა ქვეყანა გადაარჩინეს.
„ჩვენ გადავარჩინეთ ამერიკა, ამერიკელმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სენატორი ჯეი დი ვენსი თეთრ სახლში მიდიან. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ამერიკელი ხალხისთვის“, – დაწერა მაიკ ჯონსონმა.
შეგახსენებთ, აშშ-ში 5 ნოემბერს მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ამ დროისთვის რესპუბლიკელების კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს, რომელმაც ამომრჩეველთა კოლეგიის გამარჯვებისთვის საჭირო ხმები მოიპოვა.