სამართალდამცველებმა თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, რუსთავში, სხვადასხვა ადგილზე განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიებს ჯამში 3 500 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული რუსთავში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები