რუსეთ-უკრაინის ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოხერხდეს – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
რუსეთ-უკრაინის ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოხერხდეს,- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის საერთო ენის გამონახვის გზებს კვლავ ეძებენ, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესში დამარცხებულად წარმოჩენა არცერთ მხარეს არ სურს.
“ჩვენ ორივე მხარესთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. მათ ყოველთვის ვუსმენთ. მეგობარი მხოლოდ მწარე სიმართლეს ლაპარაკობს და სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენც. ორივე მხარის გადაღლილობამ, შესაძლოა, 2025 წელს ახალი ვითარება შექმნას. ვნახოთ, როგორი იქნება სიტუაცია”, – განაცხადა ფიდანმა.