ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები მაია სანდუს მოლდოვის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავენ.
„გილოცავთ, ძვირფასო მაია სანდუ გამარჯვებას. იშვიათი სახის ძალა სჭირდება იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ამ არჩევნებში შეგხვდათ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს რობერტა მეცოლაც და წერს, რომ ევროპა მოლდოვას მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ვულოცავ ქალბატონ პრეზიდენტ მაია სანდუს. მან გამოიჩინა არაჩვეულებრივი გამბედაობა და ლიდერობა თავისი ხალხის მხარდასაჭერად. ევროპა გააგრძელებს ამ გზაზე მოლდოვას გვერდით დგომას“, – წერს რობერტა მეცოლა.
შეგახსენებთ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პროევროპულმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.