ესპანეთის მეფესა და დედოფალს წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიაში ვიზიტისას ტალახი ესროლეს

ესპანეთის მეფე ფილიპესა და დედოფალ ლეტიციას, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ვალენსიაში ვიზიტის დროს გაბრაზებულმა მომიტინგეებმა ტალახი და სხვა საგნები დაუშინეს,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ადგილობრივები აგრესიულად დახვდნენ სამეფო წყვილს, ესპანეთის პრემიერმინისტრს და სხვა ლიდერებს, როდესაც ისინი ქალაქ პაიპორტაში – ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში იმყოფებოდნენ.

ესპანელები მიიჩნევენ, რომ წყალდიდობის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან გაფრთხილების ნაკლებობამ და არასაკმარისმა მხარდაჭერამ გამოიწვია კატასტროფის ეს მასშტაბი.

ესპანეთის პრემიერ მინისტრი, პედრო სანჩესი და ვალენსიის რეგიონალური მთავრობის მეთაური, კარლოს მაზონი ვიზიტის დროს სამეფო წყვილის გვერდით იყვნენ, მაგრამ მათი ევაკუაცია სწრაფად ვერ მოახდინეს, რადგან ხალხი სულ უფრო აგრესიული ხდებოდა, მათ ტალახს, საგნებს და ქვებს ესროდნენ.

როგორც ცნობილია, სამეფო გარემოცვა აპირებდა გამგზავრებას ჩივაში, ვალენსიის კიდევ ერთ ქალაქში, რომელიც ასევე დაზარალდა წყალდიდობისგან, მაგრამ ეს ვიზიტი გადაიდო.

მოგვიანებით მეფემ თქვა, რომ ესმოდა მომიტინგეების ბრაზი და იმედგაცრუება, რის გამოც წუხდა.

ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სააგენტო AEMET-მა გაფრთხილების უმაღლესი დონე გამოაცხადა კვირას, ვალენსიის სამხრეთ ნაწილებზე, მათ შორის ქალაქებზე- ალზირა, კულერა და განდია.

ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა, ბევრი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები