“ელექტრონული სახით ჩატარებული არჩევნები არის გარანტი, რომ ჩვენს რადიკალებს არ ექნებათ საშუალება, საკუთარ მანიპულაციებსა და სიცრუეში დიდხანს გასტანონ” – მაია ბითაძე
“ელექტრონული სახით ჩატარებული არჩევნები არის გარანტი, რომ ჩვენს რადიკალებს არ ექნებათ საშუალება, საკუთარ მანიპულაციებსა და სიცრუეში დიდხანს გასტანონ. მათ დღეს ვერ მიიღეს ის საერთაშორისო გზავნილები, რომლებსაც ელოდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა ზოგიერთი რადიკალი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი.
„სამწუხაროა, რომ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა ზოგიერთი რადიკალი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი – მოქმედი ან ყოფილი, რომლებიც მოდიან, ასე ვთქვათ, პოსტსოციალისტური ბლოკიდან, მათ შორის – ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. ადამიანები, რომლებიც მოდიან იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც ესაზღვრება რუსეთს. ისევე, როგორც საქართველო. ეს ძალიან ცუდ ფიქრებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ფიქრობენ ეს ადამიანები, რომ საქართველო არის ფარი იმისთვის, რომ ისინი იყვნენ დაცულები. ავიწყდებათ, რომ მათ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ, პრაქტიკულად, საჩუქრად მიიღეს როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის დაცვითი ქოლგა. მაგრამ, მე ძალიან მიხარია, რომ ევროპარლამენტში და ზოგადად, ევროსტრუქტურებში, ყველა ასე არ ფიქრობს. იქ არის ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი.
ჩვენ ერთიც უნდა გავითვალისწინოთ – სასიხარულოა, თუნდაც ის, რომ დღეს ჩვენი არჩევნები ჩატარდა ელექტრონული სახით და ელექტრონული სახით ჩატარებული არჩევნები არის იმის გარანტი, რომ ჩვენს რადიკალებს არ ექნებათ იმის საშუალება, ამ თავის მანიპულაციებსა და სიცრუეში დიდხანს გასტანონ. მათ დღეს ვერ მიიღეს ის საერთაშორისო გზავნილები, რომელსაც ისინი ელოდნენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.