“არჩევნებიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა, ოპოზიციას არ წარუდგენია რეალური გეგმა, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ” – ვახტანგ ჩოჩია
“არჩევნებიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა, ოპოზიციას არ წარუდგენია რეალური გეგმა, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამით ისინი თავიანთ ამომრჩეველს ანაწყენებენ.
“ამით ისინი თავიანთ ამომრჩეველს ანაწყენებენ, რომელთა ბრაზიც სოცქსელებში ვიხილეთ. ისინი კიდევ ერთხელ რწმუნდებიან, რომ ოპოზიციას არ დარჩა არანაირი რესურსი გადადგას რაიმე ქმედით ნაბიჯები. მათ მიერ გადადგმული სხვა დესტრუქციული და თან სახალისო ნაბიჯები ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. მკაფიო არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომლის არჩევანიც 60%-ით გამოიხატა. მათ ადრე თუ გვიან მოუწევთ არჩევნების შედეგების აღიარება”, – განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.