მაია ბითაძე – პრეზიდენტის პოსტზე დიპლომატების შესახებ: ეს პირდაპირი მითითებაა იმაზე, რომ ამ ადამიანს ამ ქვეყნის დისკრედიტაციის, რეპუტაციის შელახვისა და მოსახლეობის დასტრესვის გარდა სხვა მიზანი არ აქვს
დიპლომატის დღეს, რომელიც ყოველწლიურად 3 ნოემბერს აღინიშნება, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მმართველი პარტიის წევრის, მაია ბითაძის განცხადებით, პრეზიდენტი შეურაცხყოფას აყენებს არათუ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებსაც.
„სალომე ზურაბიშვილი მორიგ ჯერზე აყენებს შეურაცხყოფას არათუ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს მისი პოსტი პირდაპირი მითითებაა იმაზე, რომ ამ ადამიანს ამ ქვეყნის დისკრედიტაციის, რეპუტაციის შელახვისა და მოსახლეობის დასტრესვის გარდა სხვა მიზანი არ აქვს. ძალიან სასიხარულოა, რომ სულ რამდენიმე კვირა დარჩა ამ ადამიანს ამ პოსტზე ყოფნისთვის“, – აღნიშნავს მაია ბითაძე.
ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბიშვილი აცხადებს რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ელჩებს დიპლომატის დღეს ვერ მიულოცავს და მათ სახელებს არც ისტორია დაივიწყებს. „თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში, კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის?”,- წერს ზურაბიშვილი.