საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა. მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“: რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000-მა ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენი ძლიერი დიასპორის 1 000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს „დართეს“, — წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები