ირანში სტუდენტი ჰიჯაბის იძულებით ტარების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაშიშვლდა
„ირანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც იძულებით დააკავეს 2 ნოემბერს მას შემდეგ, რაც მან ტანსაცმელი გაიხადა თეირანის ისლამური აზადის უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების მიერ ჰიჯაბის ტარების სასტიკი იძულების შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ სტუდენტმა ტანისამოსი მას შემდეგ გაიხადა, რაც უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებმა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაამცირეს.