მანანა კობახიძე – “თავისუფალი ზონა” მოუწოდებს ამნისტირებულებს: იყაჩაღეთ, ჩაიდინეთ დანაშაული, დააუთოვეთ მათი შვილები…
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, “თავისუფალი ზონა” ამნისტირებულ პატიმრებს ქვეყანაში კრიმინალური ფონის შექმნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
“თქვენ თუ ესტუმრეთ თავისუფალი ზონის ვებ გვერდს, იქ ნახავთ საინტერესო მოწოდებებს: ამნისტირებულ ადამიანებს, ციხიდან გამოსულებს, მოუწოდებენ: შეუვარდით ხალხს, დაუთოვეთ მათი შვილები, იყაჩაღეთ, ჩაიდინეთ დანაშაული, რასაც წერენ იმას ვამბობ ახლა თუ აიღებენ ეს არ ვიცი. რაც 2 საათის წინ ვნახე იმას ვამბობ”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.