„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
თბილისის საკრებულოს სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამის მიზეზი მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატად დასახელება გახდა.
„ნაციონალური მოძრაობა თბილისის“ თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის თქმით საქართველოს პროკურატურამ მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა ზეწოლის ფაქტები უნდა შეისწავლოს. აბესაძემ საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხის განხილვა სხვა დროისთვის მოითხოვა. უმრავლესობის წევრები ამ მოსაზრებას არ დაეთანხმნენ. ამიტომ, მათ მიაჩნიათ, რომ მარგიშვილის კანდიდატურის გამოწვევა ამასთან არაფერ კავშირშია. ეს საკითხი საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა მაინც განიხილეს, რითაც საბოლოო შედეგი გამოვლინდა. 32 მომხრე და 1 წინააღმდეგი, ამ შედეგებით ალექსანდრე მარგიშვილმა აღნიშნული თანამდებობა დაიკავა.