გიორგი მარგველაშვილი უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდება

 

    უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვედრას შსს-ს წარმომადგენლებთან გამართავს.
“მე მოვისმინე მათი არგუმენტები, რომელშიც არის ძალიან ბევრი სიმართლე როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. მე შევხვდები, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ჩვენ მათ მოვიწვევთ შეხვედრაზე და მათ პოზიციასაც მოვისმენთ, რის შედეგადაც ჩამომიყალიბდება უფრო კონპეტენტური პოზიცია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, რა შემთხვევაში გამოიყენებს იგი ვეტოს, ეს ძალიან თურმეობითი შეკითხვაა და ის ამ ეტაპზე პოზიციას იყალიბებს.
“აუცილებელია მოვისმინო შსს-ს პოზიციაც. აქედან გამომდინარე, მერე შევხედოთ არსებულ კანონმდებლობას და შესაბამისად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ხედვა კანონპროექტზე ხელის მოწერასთან ან ვეტოს დადებას დაკავშირებით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი დღეს არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები