“ყველა პარტია პრეზიდენტთან ერთად ვიმუშავებთ” – ოპოზიციონერმა ლიდერებმა კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს
ოპოზიციონერმა ლიდერებმა კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს.
კონსულტაციები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ისინი ხაზს უსვამენ, რომ პარლამენტში არ შევლენ.
“ქართული ოპოზიცია არ შედის ამ პარლამენტში და ჩვენი მოქმედებები იქნება მიმართული მხოლოდ იმაზე, რომ საერთაშორისო ადმინისტრირებით ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. ამ გზაზე მივდივართ ყველა ერთად, ყველა პარტია პრეზიდენტთან ერთად ვიმუშავებთ”, – აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ელენე ხოშტარია.
ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არცერთი აღიარებს.