“გუშინდელი აქცია მრავალრიცხოვანი არ იყო, უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ” – ნინო წილოსანი

“გუშინდელი აქცია მრავალრიცხოვანი არ იყო – უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა, რითაც პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი ლიდერების მიერ ჩატარებულ, საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

“დეზინფორმაციაა ის, რომ მანდატებზე უარის თქმით და სიების ჩახსნით პარლამენტს უფლებამოსილება არ ექნება, თითქოს სალომე ზურაბიშვილს – სიმბოლურ პრეზიდენტს აქვს რაიმე უფლება და შეიძლება პარლამენტის პირველი სხდომა ვერ ჩაინიშნოს. ეს დეზინფორმაცია, ერთი მხრივ, ჟურნალისტებისა და ვაი პოლიტიკოსების არაკომპეტენტურობის ბრალია, ხოლო მეორე მხრივ, იმ მავნებელი პოლიტიკოსების დამსახურებაც არის, ვინც ძალიან კარგად იცის, რომ ამ ყველაფრისგან ხეირს ვერ ნახავენ, მაგრამ ამას მაინც ამბობენ“, – განმარტა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები