თამარ კორძაია: შესაძლებელია არჩევნების ჩატარება ძველი წესით უკეთესი იყოს ამ ვითარებაში მანამ, სანამ არ გავიგებთ ტექნოლოგიურ პირობებში მანიპულაციების შესაძლებლობის ხარისხს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, ხელახალი არჩევნების მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია.

„გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ სჯერა იმ შედეგების, რაც ივანიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაწერეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა არის ლეგიტიმური. შესაძლებელია არჩევნების ჩატარება ძველი წესით უკეთესი იყოს ამ ვითარებაში მანამ, სანამ არ გავიგებთ ტექნოლოგიურ პირობებში მანიპულაციების შესაძლებლობის ხარისხს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო ძალიან მაღალი ხარისხის მანიპულაცია“, – განაცხადა კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები