მმართველი გუნდის წევრის, მარიამ ლაშხის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც ადგილზე იყვნენ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ძალიან პოზიტიურად აფასებენ იმ სტანდარტებსა და სიახლეს, რაც ქვეყანაში დაინერგა.
„მიუხედავად იმ ჭიქაში ქარიშხლისა, რასაც ოპოზიცია და მიკერძოებული არასამთავრობოები თუ ვითომ დამკვირვებლები ქმნიდნენ, შედეგად ვნახეთ, რომ ის საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც ადგილზე იყვნენ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ძალიან პოზიტიურად აფასებენ იმ სტანდარტებსა და სიახლეს, რაც ჩვენს ქვეყანაში დაინერგა“, – აცხადებს ლაშხი.