გიორგი მარგველაშვილი: მივესალმები თუ დავოსში საქართველოს დელეგაციას პრემიერი წარუძღვება
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცალსახად არ პასუხობს კითხვას, წავა თუ არა იგი დავოსში, თუმცა მისი განცხადებით, დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ხელისუფლების ის წარმომადგენლები უნდა გაემგზავრნონ, რომლებიც ეკონომიკაზე მუშაობენ.
მისივე თქმით, თუ დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერი იქნება, ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მიესალმება.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დავოსში ქართული დელეგაცია იყოს წარმოდგენილი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც სულ ახლახანს მივიღე, ძალიან მნიშვენლოვანია, რომ იქ იყოს ეკონომიკის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ის მნიშვნელოვანი ფიგურები, ვინც ამ მიმართულებებით მუშაობენ. შესაბამისად, თუ პრემიერი იქნება ის ადამიანი, ვინც ამ დელეგაციას წარუძღვება, მე მხოლოდ მივესალმები”, – განაცხადა პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტის თურქეტში ვიზიტისას მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა გიორგი მარგველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კი გაცნახა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია