ეუთო/ოდირი: არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული; უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების განათლება და ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ

“არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების განათლება და ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ”, – ასე აფასებს ეუთო/ოდირი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით,  კანდიდატებმა  კამპანიის თავისუფლად წარმართვა შეძლეს.

“კენჭისყრის დღე კარგად იყო ორგანიზებული და ადმინისტრირებული.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ამ მისიის განმავლობაში და ასევე, გულთბილი მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს”, – აღნიშნულია ეუთო/ოდირის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები