კრემლში იანუკოვიჩისთვის რუსეთის მოქალაქეობის გადაცემას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია უკრაინის ექსპრეზიდენტისთვის ვიქტორ იანუკოვიჩისთვის რუსეთის მოქალაქეობის გადაცემის შესახებ. „მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ“, – განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ იანუკოვიჩმა პუტინის ფარული ბრძანებულების საფუძველზე რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები